თუჯის მილები

პრობლემები რომელიც შეიძლება შეგვხვდეს სასმელი წყლის სისტემებში ძირითადად გამოწვეულია ბუნებრივი ან ხელოვნური ბიძგებით. იმისთვის რომ ამ ბიძგებმა არ გამოიწვიოს სისტემის დაზიანება უნდა მოხდეს მილებისა და ფასონური ნაწილებისის წარმოება ისე, რომ დეფორმაციის გარეშე შეეძლოს მოხრა, მოღუნვა და წინააღმდეგობებზე რეზისტენტულობა.
გადამცემი ქსელები არის ინვესტიცია, რომელიც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ პროექტის მომზადებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული პროდუქციის ღირებულება, გამძლეობა, მუშახელის დაბალი ხარჯი, მონტაჟის სიმარტივე, სარემონტო ხარჯები და სხვა.
ვინაიდან თუჯის მილები გამოირჩევა დიდი გამძლეობითა და სხვა მრავალი დადებითი თვისებით, იგი ყოველთვის სწორი არჩევანია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.
მახასიათებლები:
უძლებს ძლიერ დატვირთვას და რეზისტენტულია მაღალი დატვირთვის, წნევისა და ვაკუუმის მიმართ.
რეზისტენტულია კოროზიის მიმართ.
არ საჭიროებს კათოდურ დაცვას.
მიწისძვრის დროს გამოირჩევა მაღალი გამძლეობით.
გამძლეობა, რომელიც 100 წელს ცილდება.
შიდა იზოლაცია რომელიც არ არის ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანო და იცავს წყლის ხარისხს.